ახალი ამბები
ტაქსი ,,მაქსიმის" გამოძახება გორში მობილური აპლიკაციითაცაა შესაძლებელი
გორში დაიწყო მუშაობა ტაქსის გამოძახების საერთაშორისო სერვისმა "მაქსიმმა".

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის ოფისის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

,,მაქსიმის" პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გორის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ტაქსის გამოძახების თანამედროვე და მოხერხებული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა უკვე აქვთ, რომელიც საქართველოს 7 ქალაქშია ხელმისაწვდომი.

სერვისი "მაქსიმის" საშუალებით მგზავრებს შეუძლიათ გამოიძახონ ტაქსი სწრაფად და მარტივად — iOS-ის, Android-ისა და Windows Phone-ის სმარტფონებისა და პლანშეტების საფირმო აპლიკაციით "მაქსიმი: ტაქსის გამოძახება", ასევე ონლაინ საიტზე taximaxim.ge ან ლამაზ ტელეფონის ნომერზე დარეკვით. მძღოლებმა მიიღეს შესაძლებლობა შეასრულონ შეკვეთები საკუთარი ავტომობილით და მათთვის სასურველ დროს.

სერვისი ანგარიშობს მგზავრობის ღირებულებას არჩეული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთის შესრულების დაწყებამდე ატყობინებს მას მძღოლს და მგზავრს.

"მაქსიმი" დაინტერესებულია ხარისხიანი მომსახურების გაწევით და ყოველთვის ცდილობს გახადოს სერვისი მაქსიმალურად მოხერხებული როგორც მგზავრებისთვის, ისე მძღოლებისთვის.

კლიენტებისთვის მოქმედებს უკუკავშირი საიტი taximaxim.ge-ს, მობილური აპლიკაციის «მაქსიმი: ტაქსის გამოძახება» და ოპერატორების მეშვეობით, მენეჯერები არ ტოვებენ უყურადღებოდ არცერთ შეფასებას. ქალაქების უმრავლესობაში ავტომობილის ლოდინის დროის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 წუთს. ასეთივე მაღალი დონის სერვისით უზრუნველყოფილი იქნება გორიც.

ცნობისთვის ტაქსის გამოძახების სერვისმა "მაქსიმმა" დაიწყო მუშაობა საქართველოში 2014 წლიდან, ასევე მოღვაწეობს რუსეთში, უკრაინაში, ბულგარეთსა და ყაზახეთში.

ტაქსის გამოძახების ტელეფონი: (0370) 29-29-29. გორის ოფისის მისამართი: კახნიაშვილის ქ., №24. ტელეფონი: (0370) 29-80-89. ოფისის მუშაობის რეჟიმი: ორშ.- პარ. - 08:00-დან 19:00 საათამდე.

მედიასაშუალებებთან ყველა კონტაქტი ხორციელდება პრეს-სამსახურის მეშვეობით. მოთხოვნები კომენტარებთან, კონსულტაციებთან და ექსპერტთა აზრთან დაკავშირებით გააგზავნეთ ელ-ფოსტაზე: HYPERLINK "mailto: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it " This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები