ახალი ამბები
ბერშუეთთან დაკავებული ალექსანდრე გელაშვილი გაათავისუფლეს
45-წლის ალექსანდრე გელაშვილი ცხინვალის სასამართლომ გაათავისუფლა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის წარმომადგენელმა განუცხადა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მოქალაქე საკუთარ ნაკვეთთან ახლოს დააკავეს.

ის ნარჩენების გადასაყრელად  გამყოფ ხაზს მიუახლოვდა და რუსმა მესაზღვრეებმა წაიყვანეს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კობა ბერიანიძე ამბობს, რომ სოფელში ნაგვის ურნები დგას და, შესაბამისად, ნარჩენების გადაყრა სოფლის სიახლოვეს არ იყო საჭირო.

ალექსანდრე გელაშვილს ბრალი, ცხინვალის მთავრობის მიერ მიღებული კანონის თანახმად,  საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით წაუყენეს, რაც 2000 რუბლს (დაახლოებით 150 ლარი) ითვალისწინებს. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მოქალაქე საკუთარ ნაკვეთთან ახლოს დააკავეს.

ის ნარჩენების გადასაყრელად გამყოფ ხაზს მიუახლოვდა და რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები მოქალაქე საკუთარ ნაკვეთთან ახლოს დააკავეს.

ის, გუშინ, 4 აპრილს,  ნარჩენების გადასაყრელად გამყოფ ხაზს მიუახლოვდა და რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები