ახალი ამბები
უკრაინელი ქალები გორში შეხვედრებს მართავენ
საქართველოს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უკრაინის თვითდახმარების ჯგუფების ხელმძღვანელი ქალები, უკრაინის ქალთა ფონდისა და უკრაინული UN Women-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ისინი, დღეს, შიდა ქართლში ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ოფისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ვიზიტს ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და ფონდი ტასოს წარმომადგენლება გაუწიეს.

19 კაციან ჯგუფთან ერთად, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, 9 დღის განმავლობაში შეხვედრებს თბილისში, ქვემო ქართლში (მარნეულის მუნიციპალიტეტში - სოფელ მოლაოღლიში და ქალაქ მარნეულში), შიდა ქართლსა (სოფელი ტირძნისში) და სამეგრელოში (ანაკლია, ზუგდიდი, სოფელი ორსანტია, კოკი, განმუხური) მართავს.

შეხვედრები ადგილობრივ სათემო სახლების, სარესურსო ცენტრების, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ტარდება.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დისკუსიები, სათემო მობილიზაციის მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გაცნობა, საველე გასვლები და სხვა აქტივობები მიმდინარეობს.

სასწავლო ვიზიტი უკრაინის UN Women-ისა და UNDP-ის მხარდაჭერით დაიგეგმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და ფონდმა ტასომ გასული წლის ნოემბერსა და ამა წლის თებერვალში უკრაინაში განახორციელეს ტრენინგების ციკლი უკრაინის ქალთა ფონდის, მისი სათემო მუშაკებისა და ადგილობრივი ლიდერი ქალებისთვის. სასწავლო ვიზიტი საქართველოში ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები