ახალი ამბები
მერეთელი მეფუტკრე: ფუტკარი შხამ-ქიმიკატების სუნზეც კი იღუპება
ლონგინოზ ბაიაძეს ფუტკრის 33 ოჯახიდან, მხოლოდ, 19 სკა შემორჩა.

ამის მიზეზი, მისი აზრით, ხეხილის ყვავილებია, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის შხამ-ქიმიკატებით იწამლება და ფუტკრებს ვნებს.

ფუტკრის სიკვდილიანობა გასულ წელსვე შეამჩნია, როდესაც უამინდობაც დაემთხვა.

ზამთრის პერიოდში კი, მწერებს საკუთარი თაფლიც კი არ ჰყოფნით საკვებად.

,,უკვე ისეთი შხამ-ქიმიკატებით იწამლება ხეხილი, რომ ფუტკარი სუნითაც კი იღუპება" - ამბობს ლონგინოზ ბაიაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები