ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში დევნილ ქალს ორი ჩანთა გზაზე წაართვეს
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ კომბინატის დასახლებაში, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტის შენობის უკან მოხდა.

დევნილი ქალი მატარებლიდან, ტინისხიდის სადგურზე თბილისიდან  ჩავიდა და სახლისკენ ოთხი ჩანთით მიდიოდა.  

,,ჯერ ავიღებდი ორ ჩანთას, დავწყობდი წინ, შემდეგ მივტრიალდებოდი და დანარჩენ ორს წამოვიღებდი. ამ დროს, ერთი პატარა ლაწირაკი ბიჭი გამოძვრა, ხელი სტაცა ორ ჩანთას და გაიქცა" - ამბობს დაზარალებული.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორია ფარნებით შემოიარეს, მაგრამ ჩანთების კვალს ვერ მიაგნეს.

დაზარალებული ქალბატონი ამბობს, რომ ჩანთაში პირადი ნივთები, საშინაო ტანსაცმელი ელაგა.

,,დედის გარდაცვალების შემდეგ სამუშაოდ თბილისში წავედი. ოთხი თვეა არ ვყოფილვარ აქ. ტანსაცმელი მქონდა ჩანთებში. მინდოდა ეს დღეები სახლში გამეტარებინა, მაგრამ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი აღარ დამრჩა. ჩემმა თანამშრომელმა გოგოებმა მომიგროვეს რაღაცეები და მისაჩუქრეს" - გვითხრა ტირილით მან.

შემთხვევის ადგილიდან ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის კორპუსი დაახლოებით 50 მ მანძილზე მდებარეობს.

პოლიციის თანამშრომლებმა 200-300 მეტრის რადიუსში  ტერიტორია დაათვალიერეს, მაგრამ ვერც გამტაცებელს და ვერ ჩანთებს მიაგნეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები