ახალი ამბები
გორში ფეხებშეკრული ძაღლი მდინარეზე გადააგდეს
გორში ცხოველის წამების კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი.

ფეხებშეკრული ძაღლი მდინარე მტკვრის ნაპირზე ოთო გლურჯიძემ იპოვა.

მავთულებისგან მისი დახსნა ვერ შეძლო, რადგან განწირულმა ძაღლმა არ მიიკარა.

ამის შემდეგ მან გორის ძაღლთა თავშესაფრის თანამშრომლები გამოიძახა, რომლებმაც ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.

,,გვინდა მადლობა გადავუხადოთ პატარა ბიჭს, რომელმაც მტკვრის პირზე დაგდებული, ფეხებშეკრული ძაღლი ნახა, ეცადა გაეთავისუფლებინა მავთულისგან, მაგრამ გამწარებულმა ძაღლმა ბიჭი არ მიიკარა, რის შემდეგაც დაგვიკავშირდა ჩვენ" - ამბობს თავშესაფრის დირექტორი თამარ აფციაური.

ოპერაციის შემდეგ, ძაღლი გადარჩა. ეს ამბავი 15 მარტს მოხდა.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, კიდევ ერთი წამების ფაქტი მოხდა. სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ბუნკერში ძვლებდამტვრეული ძაღლი იპოვეს.

მისი გადარჩენა კი, ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ სასწრაფოდ რეგულაციებია მისაღები.

გამოძიების ეფექტურობის არ ჯერა ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს. მისი თქმით, რეგულიაციების არსებობის შემთხვევაში ძაღლის მეპატრონეს აუცილებლად მიაგნებდნენ.

,,სავარაუდოდ, ეს ძაღლი არ იყო მაწანწალა. ზოგადად, არ არსებობს რეგულაციები, რომელიც აღრიცხავს ქალაქში ძაღლებს. ეს, როგორც კერძო, ასევე, უპატრონო ძაღლებს ეხება. ასეთ შემთხვევაში, ადვილად დადგინდებოდა მეპატრონის ვინაობა და, შემდგომ, პასუხის მოთხოვნა. ეს ამბავიც ისევე გამოუძიებელი დარჩება, როგორც სხვები." - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.






Print

სტატიის გამოყენების პირობები