ახალი ამბები
მერიისა და ,,ნატოს საინფორმაციო ცენტრის" თასი ჟურნალისტებმა მოიპოვეს
„ნატოს თასი“, რომელსაც სახელი გორის მერიის კულტურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნატოს საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებმა უწოდეს, ჟურნალისტებმა ერთქულიანი სხვაობით მოიპოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული თასი „მხიარული სტარტების“ ფარგლებში გათამაშდა.

გორის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ადგილობრივი მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. სახალისო შეჯიბრი 39-ით 38 ჟურნალისტების სასარგებლოდ დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა მერისაა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის თასი, მონაწილეებს კი, სამახსოვრო სიგელები. შეჯიბრის ბოლოს „მეგობრობის ტორტიც“ გაიჭრა.

ღონისძიებაზე, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ქალაქის მერიასა და შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციას მადლობის სიგელები გადაეცათ.

„მხიარული სტარტები“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით „ნატოს დღეები-2017“-ის ფარგლებში გაიმართა.

ნატოს დღეების აღნიშვნა წელს 2 აპრილს დაიწყო. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველო ნატოს დღეებს უკვე მეათე წელია აღნიშნავს.

პ.ს. მერიის, გამგეობისა და შიდა ქართლის გუბერნიის მხარდაჭერილ პროექტში მონაწილეობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისა და ,,თრიალეთის" ჟურნალისტებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები