ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ისტორიკოსებმა და პოლიტოლოგებმა ცხინვალში დაგეგმილი რეფერენდუმი გააპროტესტეს
დეკლარაციას, რომელსაც პროფესორები შეიმუშავებენ, ევროკავშირის წარმომადგენლებს გაუგზავნიან.

საქმე 2017 წლის 9 აპრილს, ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმს ეხება, რომლის მიხედვით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ,,ალანია" დაერქმევა.

გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი თვლის, რომ ეს ფაქტი ისტორიის გაყალბება იქნება, რადგან ალანიის სახელმწიფო ამჟამინდელ ცხინვალის, ჯავის, ახალგორისა და ზნაურის რაიონების ტერიტორიაზე არ არსებობდა.

იგივე აზრისაა პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი. მისი აზრით, ამ რეფერენდუმრს მხარს რუსეთის ფედერაცია უჭერს. შეხვედრაზე დედაქალაქიდან მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე.

ის ფიქრობს, რომ საქართველოს მეცნიერებმა, ამის თაობაზე, პროტესტი აუცილებლად უნდა გამოხატონ და საერთაშორისო საზოგადოებას ნამდვილი ისტორია გააცნონ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები