ახალი ამბები
საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ცხინვალის ბიუჯეტს 13 მლნ რუბლი შემატეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სამ თვეში, 13 მლნ რუბლის (დაახლოებით 560 000 ლარის) მობილიზება შეძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის თქმით, ეს მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 მლნ რუბლზე მეტია.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, საბაჟო გამშვები პუნქტი, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთთან დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, მეორე გამშვები პუნქტი - ახალგორის რაიონშია.

ცხოვრებოვის ინფორმაციით, ბიუჯეტში შესული 13 მლნ რუბლიდან 8 მლნ რუბლი ახალი მანქანების განბაჟებიდან გადახდილი თანხაა.

,,ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რესპუბლიკაში მოსახლეობის ცხოვრების დონე უმჯობესდება" - აცხადებს ის ცხინვალის მედიასთან საუბრისას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები