ახალი ამბები
კასპის რაიონში დევნილთა 358 ოჯახი სააღდგომო საჩუქრებს მიიღებს
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირები სააღდგომო პაკეტებს მიიღებენ.

ამის თაობაზე გადაწყვეტილება კასპის გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა უკვე მიიღო.

358 პაკეტს მეტეხის, თელიანისა და სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ ოჯახებს მიუტანენ.

პაკეტში შედის ერთი პასკა, 30 კვერცხი, 2 კგ ქათამი, 3 ლ ზეთი, 5 კგ შაქარი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი.

ჯამში, ბიუჯეტიდან 17 500 ლარი დაიხარჯება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები