ახალი ამბები
ცხინვალის არჩევნების გამო ახალგორთან მისასვლელი გზა სამი დღით ჩაიკეტება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო ახალგორის რაიონთან მისასვლელი გზა სამი დღით ჩაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,  ღონისძიება უსაფრთხოების მიზნით გატარდება.

კერძოდ, დღეს, 7 აპრილს, საღამოს 20 საათიდან ახალგორის რაიონში მცხოვრები პირები საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ ან პირიქით.

გამშვები პუნქტი 10 აპრილს გაიხსნება.

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნებზე სამი კანდიდატი იღებს მონაწილეობას - ლეონიდ თიბილოვი, მოქმედი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი (პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე) და ალან გაგლოევი (უშიშროების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი)

პარალელურად, გაიმართება რეფერენდუმი კითხვით: ,,ეწოდოს თუ არა სამხრეთ ოსეთს ალანია"
Print

სტატიის გამოყენების პირობები