ახალი ამბები
სოფელ უწლევთან მადანით დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს
ხაშურის რაიონის სოფელ უწლევთან ლიცენზიის გარეშე 3,1 ტონა მადანი მოიპოვეს.

ამის გამო, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააჯარიმეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქე როინ ცერცვაძე მადანით დატვირთული მანქანით გომი-საჩხერის გზაზე გააჩერეს.

მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომელსაც სასამართლო განიხილავს.

რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები