ახალი ამბები
გორში გარევაჭრობისთვის ადგილები გამოიყო
ქალაქ გორის საკრებულოს წევრებმა, გარე ვაჭრობის მოწყობის მიზნით, ახალი დადგენილება მიიღეს.

ამის შესახებ პროექტი დღეს გამართულ სხდომაზე წარადგინეს.

რამდენიმე ქუჩაზე გარე ვაჭრობისთვის ადგილები შემდეგ მისამართზე გამოიყო.

1. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 227,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.161, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარით, იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში.

2. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 218,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.160; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით; იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში.

3. ქალაქი გორი, სტალინის გამზ. №19-ის მიმდებარედ, 38,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.202; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

4. ქალაქი გორი, კეცხოველის ქ. 291,00 კვ.მ. ს/კ 66.45.29.008; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.243, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.247, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 000 (ოთხიათასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარით.

7.ქალაქი გორი, ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 36,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; საიჯარო ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

8. ქალაქი გორი, სატალინის ქუჩის მიმდებარედ 38,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.206 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისზღვროს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში-200 (ორასი) ლარით.

9. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ 33,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.218 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 80 (ოთხმოცი) ლარით.

10. ქალაქი გორი, სამეფოს ქუჩის მიმდებარედ 43,00 კვ.მ ს/კ 66.45.25.314 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 100 (ასი) ლარით.

11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 71 კვ.მ ს/კ 66.45.12.402 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 300 (სამასი) ლარით.

12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35კვ.მ ს/კ 66.45.12.403 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

13. ქალაქი გორი,სტალინის გამზირის მიმდებარედ 40,00კვ.მ ს/კ 66.45.25.339 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 6 700 (ექვსიათას შვიდასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში 100 (ასი) ლარით.

გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული). 6. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები