ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი და თაზო ტარუაშვილი ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ
ოლიმპიელი პრიზიორი გენო პეტრიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე თაზო ტარუაშვილი ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სპორტსმენები მსოფლიო ჯანმრთელობის დღის აღნიშვნის მიზნით მიიწვიეს.

,,7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამ დღისთვის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის“ მთავარი გზავნილი მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი წინაპირობა სპორტული აქტივობაა." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სტუმრებმა ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაკვიდრებისკენ მოუწოდეს და კარიერულ სირთულეებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მოწვეული სპორტსმენებისთვის.



Print

სტატიის გამოყენების პირობები