ახალი ამბები
მატარებლების მოძრაობა ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე დროებით შეფერხდა
დღეს, ქარელი-ხაშურის რკინიგზის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ამის მიზეზი, ერთ-ერთ სატვირთო მატარებლის ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

ელმავალი მთავარ სავალ ნაწილზე დაბა აგარასთან შეჩერდა, რის გამოც, დისპეჩერებმა დასავლეთის მიმართულებით მოძრავ სხვა მატარებლების მემანქანეებს გზის გაგრძელების ნებართვა არ მისცეს.

ქარელის რკინიგზის სადგურზე თბილისი-ქუთაისის მატარებელი მიიღეს, თუმცა 45 წუთი დააყოვნეს.

რაც შეეხება დაზიანებულ ელმავალს, ის სატვირთო ვაგონების გარეშე იდგა, ხოლო მის წასაყვანად ხაშურის ელდეპოდან სხვა ელმავალი გამოიძახეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები