დღეს, საღამოს 21 საათზე 9 აპრილის სკვერში 28 წლის წინანდელი
ტრაგედიის ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრები აჩვენეს.
ღონისძიება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და
მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის
ორგანიზებით, გაიმართა.
გორის მერიამ აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და
საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების
დღეს მიუძღვნა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს
დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის
დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა,
მოიწამლა და დასახიჩრდა.
სტატიის გამოყენების პირობები