ახალი ამბები
გორში პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას
დღეს გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

მანამდე, გუშინ საღამოს 21 საათზე 9 აპრილის სკვერში 28 წლის წინანდელი ტრაგედიის ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრები აჩვენეს.

ღონისძიება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა.

გორის მერიამ აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღეს მიუძღვნა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები