ახალი ამბები
ცხინვალში არჩევნები მიმდინარეობს (PHOTO)
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საარჩევნო უბნებზე მშვიდი ვითარებაა.

კანდიდატებმა საკუთარ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობა უკვე მიიღეს.

დე-ფაქტო მთავრობის მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ევროკავშირი არალეგიტიმურს უწოდებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, რის გამოც, ჩატარებული არჩევნები ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ სურვილს არ ასახავს.

გარდა ამისა, რეფერენდუმის მიხედვით, შესაძლოა ,,სამხრეთ ოსეთს" ეწოდოს ,,რესპუბლიკა ალანია"




Print

სტატიის გამოყენების პირობები