ახალი ამბები
ვლადიკავკაზის საარჩევნო უბანზე შესაძლოა ბიულეტენები არ ეყოთ
ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობაა.

საკონსულოს შენობასთან უამრავი ადამიანი იცდის.

ისინი ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებში და რეფერენდუმში იღებენ მონაწილეობას.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბელა ფილიევის განცხადებით, დღის სამი საათისთვის 3 ათასმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.

სულ ვლადიკავკაზში 6 ათასი ბიულეტენია დაბეჭდილი.

საერთო ჯამში, ცხინვალის საარჩევნო კომისიას 40 ათასი ბიულეტენი აქვს დაბეჭდილი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საარჩევნო უბნებზე მშვიდი ვითარებაა.

სულ 80 დამკვირვებელია რეგისტრირებული რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან.

სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ევროკავშირი არალეგიტიმურს უწოდებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, რის გამოც, ჩატარებული არჩევნები ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ სურვილს არ ასახავს.

გარდა ამისა, რეფერენდუმის მიხედვით, შესაძლოა ,,სამხრეთ ოსეთს" ეწოდოს ,,რესპუბლიკა ალანია"





Print

სტატიის გამოყენების პირობები