ახალი ამბები
ცხინვალის არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს.

ამის შესახებ ცხინვალის მთავრობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა ფილიევამ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 50-%-იანი ბარიერი არავის გადაულახავს, თუმცა, ხმების ოდენობით, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ პირველი ტური დამაჯერებლად მოიგო.

27 უბნის მონაცემებით ანატოლი ბიბილოვს საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 48,7%-მა დაუჭირა მხარი.

ლეონიდ თიბილოვს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტია, ამომრჩეველთა 26,5% - მა მისცა ხმა.

ალან გაგლოევს, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს, 19,1%-მა. ხოლო ხმა არავისთვის მიუცია 5,1%-ს.

სულ დე-ფაქტო მთავრობის არჩევნებისთვის 32 736 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ანატოლი ბიბილოვს მხარდაჭერა ედუარდ კოკოითმა გამოუცხადა, რომელსაც, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების უფლება არ მისცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები