ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდება
გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღი აშენდება.

ამის შესახებ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 აპრილს გამოაცხადა.

საბავშვო ბაღის მაკეტი საპროექტო ორგანიზაცია ,,სპეცმონოლითმა" უკვე შეადგინა.

ჯამში, მერიამ მის ასაშენებლად 540 000 ლარი გამოყო.

საბავშვო ბაღი აღნიშნულ დასახლებაში არ არის.

სატენდერო წინადადებების მიღება 28 აპრილს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დაასრულოს.

გორის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დროულად დაწყება და დამთავრება სამშენებლო კომპანიების მხრიდან რეალური ფასის შეთავაზებაზე,  წესრიგში მოყვანილ დოკუმენტებზე და, ზოგადად, კეთილსინდისერებაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი საბავშვო ბაღი მარაბდელის ქუჩის მიმდებარედ აშენდება.




Print

სტატიის გამოყენების პირობები