ახალი ამბები
მსახიობი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა
ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი დაიბადა 12 მაისს, 1933 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი.

1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები