ახალი ამბები
გორში ლადო ხინჩეგაშვილის მამის სახელობის ტურნირი გაიმართა
გორში, ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო დარბაზში, ოლიმპიური ჩემპიონის, ლადო ხინჩეგაშვილის მამის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ამის შესახებ ვრცელ მასალას სპორტული საინფორმაციო სააგენტო qartlisport.ge ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, ქალაქ გორში, თავისუფალ ჭიდაობაში, გიორგი ხინჩეგაშვილის სახელობის ტურნირი, უკვე, მეორედ ტარდება და მას საფუძველი გასულ წელს დაედო.

ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის მამა გიორგი ხინჩეგაშვილი (ზედმეტსახელად ,,მიულერა") ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო.


მოჭიდავე იყო, ასევე, ლადო ხინჩეგაშვილის პაპაც.

უმცროსი ასაკის 300–ზე მეტი ვაჟი და გოგონა, 8–9 აპრილს, პირველობის მოსაპოვებლად 13 წონით კატეგორიაში იბრძოდა.

გამარჯვებულების და მედლების მფლობელი სპორტსმენების რაოდენობით გორის ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და გუნდური წარმატებისთვის განკუთვნილი ჯილდოც დაისაკუთრა.


იხ. უფრო ვრცლად
Print

სტატიის გამოყენების პირობები