ახალი ამბები
რუსეთის ტელეკანალ ОPТ-ს გადამღებ ჯგუფს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციამ უმასპინძლა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რუსეთის სახელმწიფო არხის ჟურნალისტებს უპასპინძლა.

ამის შესახებ იმ ხელშეკრულებაშია საუბარი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, 6 დღის განმავლობაში, მთავრობის დაფინანსებით ОPТ-ს ჟურნალისტებს თარჯიმანი თბილისის აეროპორტიდანვე დაუქირავეს.

გადაცემა НЕПУТЕВЫЕ ЗАМЕТКИ - ს წარმომადგენლებმა გადაღებები კახეთიდან დაიწყეს - სიღნაღი, ბოდბე, ყვარეული, ნაფარეული.

შემდეგ ანანურში და ყაზბეგში წავიდნენ. იქიდან, ბორჯომის ხეობის ჩათვლით ახალციხეში რაბათის ციხეზე წავიდნენ. ტურში მცხეთაც შედიოდა.

თარჯიმნის
ხარჯები გაღებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.


დიმიტრი კრილოვის საავტორო
პროგრამა ეხება სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას. ავტორი ,,მოდუნებული ირონიული თხრობით" ყვება არა მხოლოდ კონკრეტული რეგიონის ღირშესანიშნაოების შესახებ, არამედ საუბრობს იმ ტრადიციებზე, სადაც ის და მისი გადამღები ჯგუფი მოგზაუბრობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები