ახალი ამბები
სახლის ეზოში სამაცივრე მანქანა გატეხეს
ქალაქ გორში, რუსთაველის ქუჩის ჩიხში, სამაცივრე მანქანა გატეხეს.

ამის თაობაზე კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა ძიება დღეს დილიდან დაიწყეს.

კერძო სახლის ეზოში, რომელიც საბითუმო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, უცნობი პირები შევიდნენ.

გატეხილია მარცხენა მხარეს, კარების მინა. საბითუმო მაღაზიის თანამშრომლის თქმით, წაღებულია მხოლოდ ,,ნისიების რვეული". 

აღნიშნულ მანქანას  დისტრიბუციაზე ამუშავებენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პოლიციელებმა განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ქურდობისას ეზოში ორი მანქანა იდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები