ახალი ამბები
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კასპის გამგეობას 10 კომპიუტერი გადასცა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ხაჩიძემ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 10 კომპიუტერი და 7 პრინტერი ჩაიტანა.

ტექნიკის გადაცემის პარალელურად, 40 საჯარო მოხელეს ჩაუტარდა ტრენინგები ე.წ. აიტი უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებაში და ა.შ. აღნიშნული სისტემის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმატში გაიცემა, რაც ხელს უწყობს გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის გაუმჯობესებას, მომსახურების მიღების ვადების შემცირებას, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალეა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი ხაჩიძეს ტექნიკის გადაცემისა და მუშაობაში ხელშეწყობისათვის.

2015 წლიდან ახორციელებს პროექტს - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“.

2015 წლიდან მუდმივად მიმდინარეობს მუნიციპალური ბიზნეს პროცესების შესწავლა და ახალი საპილოტე მუნიციპალიტეტების შერჩევა, რომლებშიც სააგენტო ეტაპობრივად ნერგავს საქმის წარმოების ელექტრონულ მუნიციპალური მართვის სისტემას (მმს). შერჩეული 15 მუნიციპალიტეტიდნ ერთ ერთი კასპია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები