ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა 91 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 91 მსჯავრდებული, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 4 ქალბატონს.

შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალბატონი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები