ახალი ამბები
გორში დიარეას ინფექციის წარმოშობის რისკი მაღალია
საქართველოს მასშტაბით გორის ჯანდაცვის ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე დიარეით მიმდინარე დაავადებათა ინციდენტობა შედარებით მაღალია.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობას დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 11 აპრილს აცნობა.

ამირან გამყრელიძის წერილის მიხედვით, ანალოგიური მაჩვენებელი ბათუმსა და ქუთაისში ფიქსირდება.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, სამივე ქალაქის ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, დიარეით მიმდინარე დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას გააძლიერებს.

ეპიდზედამხედამხედველობის გაძლიერება, ეპიდემიოლოგიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული კვლევების გამოყენების საშუალებით, მოხდება, რაც ამ დაავადებათა ეპიდაფეთქების დროულ იდენტიფიკაციას ისახავს მიზნად.

პროექტი, სავარაუდოდ, პირველი მაისიდან დაიწყება და 5 თვეს, სექტემბრამდე გასტანს.

დიარეა კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადება, რომელსაც, ძირითადად, სასმელი წყალი და საკვები იწვევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები