ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში სასმელი წყლის ერთადერთი ტუმბო დაზიანდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში სასმელი წყლის სისტემის ერთადერთი ტუმბო დაზიანდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

სასირეთი სოფელ გიგანტის ადმინისტრაციულ თემში შედის. 300 კომლიან სოფელში არტეზიული ჭები არარსებობს.

,,ამის გამო, მოსახლეობას მეზობლები სოფლებიდან უწევთ წყლის ზიდვა" - აცხადებს თემის წარმომადგენელი, თეიმურაზ ჩაგელიშვილი.

ტუმბო მწყობრიდან 6 აპრილს გამოვიდა.

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ახალი ტუმბოს შესყიდვა უახლოეს დღეებში მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები