ახალი ამბები
სახელმწიფოს წარჩინებული მოსწავლეებისათვის ოქროსა და ვერცხლის მედლების ,,დავალიანება" აქვს
საქართველოს მასშტაბით, ბოლო სამი წლის განმავლობაში,  დაუჯილდოებელი 1871 ოქროსა და 1014 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დარჩა.

ამის მიზეზი, კომპანია ,,სახელოვნებო სტუდია სამებას" მიერ დამზადებული უხარისხო მედლები, ხოლო მათზე ზოგ შემთხვევაში დამახინჯებული სახელისა და გვარების მითითება გახდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ოქროსა და ვერცხლის გასაცემი მედლები მიმდინარე წელს გაიცემა.

,,წარმატებული მოსწავლეების წახალისების პროგრამა" 2010 წლიდან დაიწყო.

განათლების სამინისტროში თვლიან, რომ წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეთა მისწრაფებაზე და დასაჯილდოებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები