ახალი ამბები
მიცვალებულთა მოხსენიების დღეს გორში ავტობუსი სასაფლაომდე უფასოდ იმოძრავებს
17 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, გორში, ავტობუსი სასაფლაომდე უფასოდ იმოძრავებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მერიამ გადამზიდავ ორ კომპანიასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მარშრუტი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან კვერნაკის სასაფლაომდე გზის მონაკვეთს მოიცავს. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მიკროავტობუსები შპს ,,ბუქო 777"-სა და ,,გორიტრანსის" წარმომადგენლებმა გამოყეს.

ისინი დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები