ახალი ამბები
სურამი-ქემფერის გზაზე აშენებული მცირე ზომის ხიდი 10 დღეში გაიხსნება
უახლოეს ათ დღეში სურამი-ქემფერის გზაზე გაკეთებული ახალი, მცირე ზომის ხიდი გაიხსნება.

ამის შესახებ ადგილზე სანახავად ჩასულმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაშურის გამგეობის წარმატებული მუშაობის შედეგად, თვენახევრის განმავლობაში ხიდი აშენდა.

მარტის დასაწყისში ე.წ. მილის ხიდი მოიშალა. ოთხი დასახლება - ქემფერი, ცედანი, წაბლოვანა და სურამი ერთმანეთს მოწყდა.

ხიდის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 982 ლარით დაფინანსდა და რამოდენიმე დღეში ექსპლუატაციაში შევა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები