ახალი ამბები
ქვემო გომში ბუნებრივი აირის მილებს ამონტაჟებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში გაზიფიცირება მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ამჯერად, შიდა საუბნო ქსელს ამონტაჟებენ.

,,მკვებავი ანუ ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის შემდეგ, სოფელში საუბნო დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს. ყველა ოჯახთან ინდივიდუალურად დაყენდება ბინამდე მისაყვანი ბუნებრივი აირის მილი, რომლის შემდგომი ეტაპი ბინაში შეყვანაა." - აცხადებენ გამგეობაში.

პროექტი სახელმწიფო პროგრამის, „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოებს შპს „ექსპრესსერვისი“ აწარმოებს, დამკვეთი კი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.


Print

სტატიის გამოყენების პირობები