ახალი ამბები
ხაშურთან ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია
ხაშურის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აკრძალა.

ამის მიზეზი, სააღდგომოდ, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანების სიმრავლე გახდა.

სოციალურ ქსელში, ხაშურის მისადგომებთან შექმნილი საცობების ამსახველი ფოტოებიც ვრცელდება.

მთავარ სამმართველოს შენობასთან, ახალციხიდან, სურამიდან და თბილისიდან მიმავალი მანქანები ერთმანეთს ხვდება.

დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოსკენ მიმავალ ავტომანქანებს რუსთაველის ქუჩაზე შესვლის უფლება აეკრძალათ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები