ახალი ამბები
ხაშურში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს.

შემთხვევა, გუშინ, 13 აპრილს, ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.

აპარატიდან თანხა არ წაუღიათ.

აღნიშნული მუხლის შინაარსი გულისხმობს ,,სხვისი ნივთის დაზიანებას", რაც თავისუფლების აღვეთას 3-წლამდე ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები