ახალი ამბები
ზადიანთკარში დაბრუნება 40 წლის შემდეგ
ლევან ზადიშვილი სოფელ ზადიანთკარში 2015 წელს დაბრუნდა.

ის, ამჟამად, 65 წლისაა და 102-წლის ასაკის მამას, დიმიტრი ზადიშვილს უვლის.

ლევან ზადიშვილი საქართველოს პასპორტის აღებასაც  და, ბიძაშვილთან ერთად, მცირე მეურნეობის წამოწყებას აპირებს.

ბიძაშვილი ამავე სოფელში ცხოვრობს.

,,ჯერ კიდევ, სკოლაში ვიყავი, რომ რუსეთში წამიყვანეს. ხან სად ვიყავით, ხან სად. ცოტა ხანი ისევ დავბრუნდით. კასპშიც ვარ ნამუშევარი, ღვინის ტექნოლოგად. მერე ვითარება რომ გართულდა, კონფლიქტი დაიწო, უკვე რუსეთში წავედი. 2009 წლის შემდეგ კი, ვლადიკავკაზში ვიყავი სულ" - იხსენებს ლევან ზადიშვილი.

მას მეუღლე, შვილები და შვილიშვილები ვლადიკავკაზში ჰყავს. ამბობს, რომ ზადიანთკარში მალე საცხოვრებლად მისი მეუღლე ჩამოვა.

,,ჩემი მეუღლე ჩამოვა აქ და ვიცხოვრებთ. შვილები და შვილიშვილები იქ, უკვე, ისე არიან გაზრდილები, რომ სამუშაო, ძირითადად, მაინც იქ აქვთ." - გვეუბნება ის.







Print

სტატიის გამოყენების პირობები