ახალი ამბები
ნიქოზის ღვთაების ტაძრიდან მეუფე ისაიამ ქართველებსა და ოსებს აღდგომა მიულოცა
უფლის აღდგომის დღესასწაულს მეუფე ისაია ნიქოზში შეხვდა.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიქოზის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინდა.

მეუფე ისაია, ახალგორიდან ნიქოზში, ბოლოს, 2016 წლის 26 ნოემბერს იმყოფებოდა.

ის, თითქმის ორი წელია, რუსეთის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ახალგორის რაიონში იმყოფება და ქრისტიანულ ტაძრებს ყურადღებას აქცევს.

ტელეკომპანია ,,იმედის" ცნობით, ნიქოზის ღვთაების ტაძრიდან მეუფე ისაიამ ქართველებსა და ოსებს აღდგომა მიულოცა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები