ახალი ამბები
ნიქოზის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნერგები დარგეს
სოფელ ნიქოზის საჯარო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-მდე ნერგი დარგეს.

აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით, გაიმართა.

აქციის ფარგლებში, ეროვნულ საშენი მეურნეობიდან გამოყოფილი 100-მდე ტუიას, მუხისა და კაკლის ნერგები დაირგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბაგა-ბაღის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები