ახალი ამბები
დღეს საფლავებზე მიცვალებულებს პატივი მიაგეს
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, დღეს, მიცვალებულებს პატივი მიაგეს.

აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს, საფლავზე გასვლის დღეა.

ამ დღეს გარდაცვლილებს ქრისტეს აღდგომას ახარებენ, რის ნიშნადაც საფლავზე წითელი კვერცხებს აგორებენ.

ტრადიციულად, მოსახლეობა მიცვალებულთა საფლავზე წითელ პარასკევს ან აღდგომის დღეს, კვირას გადის, რაც სასულიერო პირების განმარტებით, მართებული არ არის.

რადგან აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და სააღდგომო პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს და აკურთხებენ საკურთხს.


ფოტოზე: სოფელ უფლისციხის სასაფლაო
Print

სტატიის გამოყენების პირობები