ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: ,,შინდისის მემორიალი შერიგების ადგილად უნდა იქცეს"
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა შინდისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, ეს ადგილი, მებრძოლების სახელების უკვდავსაყოფად აღმართულ მემრიალთან ერთად, არის შერიგების ტაძარიც.

ქეთევან ციხელაშვილი: "ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ და პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის დავდადებული ბიჭების ხსოვნას, რომლებმაც სამაგალითოდ იბრძოლეს და სიცოცხლე გასწირეს საქართველოს თავსუფლებისთვის და დამოუკიდებლობისათვის." - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე, მთავარი გზავნილი მართულხლართებს მიღმა ცხოვრები მოსახლეობისთვის არის ის, რომ შერიგებით, ნდობით, შენდობით და უკეთეს მომავალზე ფიქრით აღდგეს ურთიერთობები.

,,უნდა დავამარხცოთ დაპირისპირება და თავს მოხვეული კონფლიქტი, რომელიც ერთად გამოვიარეთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ მშვიდობით". - აღნიშნა მან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები