ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ქართულ-ოსური ურთიერთობების სწავლების ცენტრი დაარსდება (VIDEO)
გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა უნივერსიტეტში, ქართულ-ოსური ურთიერთობის სწავლების ცენტრის დაარსების შესახებ, სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა.

ამის შესახებ მან, დღეს, ქართულ-ოსური ლექსიკონისა და ნართების წიგნების პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრეზენტაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ოსური ურთიერთობების სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ და ამავე ცენტრის თანამშრომლებმა გამართეს.

ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები მთლიანობაში 50 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს.

ლექსიკონების შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ნაირა ბეპიევია. ლექსიკონებს ოსური ენის გრამატიკული ნარკვევი და ქართული ენის გრამატიკული მიმოხილვა ერთვის.

წიგნს დართული აქვს გამოყენების წესები ოსურ და ქართულ ენებზე, ოსური და ქართული ანბანი ტრანსკრიპციით, ასევე - შემოკლებები, განმარტებები და სხვა.

როგორც ნართების ეპოსის ორენოვან გამოცემაზე, ასევე ლექსიკონების გამოცემაზე, თბილისიდან და ცხინვალიდან, ქართველი და ოსი მეცნიერები და მთარგმნელები მუშობდნენ.

გორის უნივერსიტეტში ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების დაინტერესებული პირები. პრეზენტაციაზე კომენტარები გააკთეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები