ახალი ამბები
ავტობანზე მანქანა ქვეითს დაეჯახა
40-წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც სოფელ ლამისყანაში ბრუნდებოდა, მანქანა დაეჯახა.

შემთხვევა, გუშინ, კასპი-იგოეთის მონაკვეთზე, საღამოს მოხდა.

გარდაცვლილი სოფელ ლამისყანის მკვიდრი იყო და, სავარაუდოდ, ახლობელთან საფლავების კურთხევის დღეს, სტუმრად იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. 

თავდაპირველი ვერსიით, ის მთავარი მაგისტრალის ერთი ზოლიდან მეორე ზოლის მიმართულებით, ბორდიულზე გადადიოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები