ახალი ამბები
ავარიისას დაშავებული 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ხარაგაულელი 26 წლის მამაკაცი გორის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას ავტომანქანა 10 აპრილს, გვიან ღამით, კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან დაეჯახა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაიო ცენტრი წერდა.

პოლიციამ მანქანა და მისი მფლობელი, რომელიც მიიმალა, ამ დრომდე ვერ დაადგინდა.

გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს. ახლობლები განცხადებით, სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

დაზიანებული ჰქონდა, ასევე, თავის ქალა.

,,მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები" - გვითხრეს შსს-ში.

გარდაცვლილი რესტორან ნაჭარმაგევში იმყოფებოდა. ის ავტობანზე ფეხით მიდიოდა და დასავლეთ საქართველოში, სახლში დაბრუნებას აპირებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები