ახალი ამბები
ხაშურში ლუდის რეკლამისთვის სათამაშო ჰამაკში თოჯინა ჩასვეს და დრონით აფრინეს
ხაშურში სარეკლამო კომპანიის წარმომადგენლებმა, ლუდის პოპულარიზაციის მიზნით, დრონით გადაღებულ კადრებში სათამაშო ჰამაკი გამოიყენა.

კლიპის გადაღების პროცესის ამსახველი ფოტოები ადგილობრივებმა  სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ხაშურელ გუდა გრიგალაშვილის ფოტოზე  ჩანს, რომ სათამაშო ჰამაკში თოჯინაა (მანეკენი) მოთავსებული, რომელიც  დრონით ქალაქის თავზე აფრინეს.

ხაშურის ცენტრალურ ქუჩაზე, თითქმის ყველა საცხოვრებელ სახლთან ჰამაკები იყიდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები