ახალი ამბები
გვერძინეთი-ქოზიფას გარკვეულ მონაკვეთზე ახალი გზა გაკეთდება
მდინარე ძამას ხეობაში, სოფელ გვერძინეთიდან ქოზიფამდე, ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზა მოეწყობა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, ტენდერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ახალი გზის მშენებლობა მაისის ბოლოს დასრულდება.

ჯამში, გვერძინეთიდან ქოზიფას მონასტერამდე დაახლოებით 10 კმ-ია. სამუშაოების მოცულობა 1 კმ მანძილს მოიცავს.

ქოზიფას მონასტერი მდინარე ტყემლოვანას წყლის მარცხენა სანაპიროზე მაღალ მთაზე მდებარეობს და ქარელიდან 33 კმ მანძილია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები