ახალი ამბები
კასპის ქვის სამტვრევ ქარხნებში ორმა ადამიანმა ხელის კიდურები დაკარგა
კასპში, მიმდინარე თვეს, ორმა ადამიანმა ხელის კიდურები ქვის სატეხ საამქროში მუშაობისას დაკარგა.

ბოლო ფაქტი, 9 აპრილს, ,,ჰაიდელბერგცემენტის" ქარხანაში მოხდა. 52 წლის მამაკაცს დაზგაში ხელი ჩაყვა.

ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში მას ხელის ამპუტაცია ჩაუტარეს.

მეორე ფაქტი, სოფელ გომთან, მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარე საამქროში მოხდა, სადაც ხელის კიდური 32 წლის მამაკაცმა დაკარგა.

,,ოპერაციის ხარჯები საწარმოს ხელმძღვანელობამ დაფარა და დაზარალებულ მუშას დასაქმებას დავპირდით შედარებით მსუბუქ სამუშაოზე, ისეთ სამუშაოზე, მაგალითად, სადაც მხოლოდ ღილაკზე იქნება ხელის დაჭერა საჭირო" - აცხადებენ გომის ქარხნის წარმომადგენლები.

რაც შეეხება ,,ჰაიდელბერგცემენტის" წარმომადგენლობას, ისინი, დაშავებული მუშის მდგომარეობის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები