ახალი ამბები
სპეცრაზმელს ვარჯიშის დროს სატვირთო მანქანამ გადაუარა
37 წლის სულიკო ანესაშვილს, ნორმატივების ჩაბარებისას, კომპანია ,,იბოლიას" კუთვნილმა სატირთო მანქანამ გადაუარა და გარდაიცვალა.

შემთხვევა 2017 წლის 25 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მაშინდელი განცხადებით, ეს უბედური შემთხვევა იყო.

კერძოდ, სამხედრო მოსამსახურე, თითქოს, ავტომანქანიდან გადმოვარდა.

ამჟამად, ირკვევა, რომ ხრეშით დატვირთული ავტომანქანა ნორმატივების ჩაბარების ადგილას მოხვდა.

120-კაციან ჯგუფს შორის გაიარა და გზის სავალი ნაწილის განაპირას სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა.

გარდაცვალების მეორე დღეს, კარალეთის სპეცრაზმის ხელმძღვანელმა გარდაცვლილის მამას უთხრა, რომ ნორმატივების ჩაბარებისას მომხდარი ფაქტი, ოფიციალურად, სათევზაოდ წასვლისას მომხდარ უბედურებად გაეფორმებინათ.

წინააღმდეგობის გაწევის გამო, 37 წლის სულიკო ანესაშვილის გარდაცვლილ მეუღლეს, შვილებს ყოველგვარი დახმარება მოუხსნეს, უფრო მეტიც, დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭეს.

ინტერვიუს ჩაწერიდან ერთ საათში ტყვიავის განყოფილებიდან გარდაცვლილის მამას ექსპერტიზის პასუხების გადაცემა შესთავაზეს. თუმცა, იმის გამო, რომ მას თან ადვოკატი ახლდა, შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მომზადებული დასკვნის ალის გადაცემაზე უარი უთხრეს.

ადვოკატი ზაზა გიგაური ამბობს, რომ ოჯახს თანადგომა ჭირდება. ის საქმეში უკვე ჩაერთო და იმ პირთა გამოვლენას ითხოვს, ვინც ნორმატივების ჩაბარების დროს, უსაფრთხოების ზომები არ მიიღო.

ადგილი, სადაც სპეცრაზმელებმა ნორმატივები ჩააბარეს, კომპანია ,,იბოლიასთან" (ასფალტის ქარხანა) მისასვლელი გზაა. ეს კომპანია გორის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ სოსო მაკრახიძეს ეკუთვნის.

აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები არ გააფრთხილეს, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში, გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეეზღუდათ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები