ახალი ამბები
1928 წლის გადაწყვეტილება ოქონის ეკლესიის დანგრევასთან დაკავშირებით
ოქონას ეკლესია 1928 წელს დაანრგიეს.

გადაწყვეტილებების შესახებ მასალები გორის არქივის თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა მოიძია.

მის მიერ მოპოვებულ, 1928 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში აღნიშნულია:

"გორის მაზრის მილიციის უფროსს..."

,,რადგანაც ქალაქ გორში წერეთლის და რუსთაველის ქუჩების კუთხეში მდებარე ოქონის ეკლესიის შენობა ფრიად დაზიანებულია მიწის ძვრისაგან და ამ მხრივ წარმოადგენს შიგ მლოცველებისათვის საშიშროებას, ამიტომ საჭიროა ხსენებულ ეკლესიაში იქმნეს აკრძალული კულტმსახურება“

გორის ქალაქის სააბჭოს პრეზიდიუმის სხდომის 1928 წლის მარტის ერთ-ერთ საკითხს ოქონის ეკლესიის დანგრევა წარმოადგენდა:

„რადგანაც მთელმა რიგმა კომისიებმა დაამტკიცეს რომ ოქონის ეკლესიის შენობის მდგომარეობა საშიშია და ადვილად შეიძლება რაიმე მარცხი მოხდეს, რასაც მოჰყვება ადამიანის მსხვერპლი, ამიტომ იქმნეს დანგრეული. ახალი ეკლესიის ასშენებლად, თუ ამას მოითხოვს მორწმუნებელთა საზოგადოება მიეცეთ შესაფერისი ადგილი, ეკლესიის შენობა კი იქმნეს დანგრეული არა უგვიანეს მაისის 1-სა, აღდგომის უქმების შემდეგ“.


ფოტოზე მოჩანს ოქონის ეკლესია, გადაღებულია მის დანგრევამდე 

Print

სტატიის გამოყენების პირობები