ახალი ამბები
გორის მე-9 ბაღს კომპანიამ რძის პროდუქტების მიწოდება მოულოდნელად შეუწყვიტა
გორის მე-9 საბავშვო ბაღში, რძის პროდუქტების მიმწოდებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ნაადრევად შეწყვიტა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღში დაუდასტურეს.

საბავშვო ბაღის დირექტორის განცხადებით, ინდმეწარმე ია ღაზიაძემ  თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

საბავშვო ბაღსა და ია ღაზიაძეს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 30 იანვარსაა გაფორმებული.

ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელს საბავშვო ბაღი რძის პროდუქტებით მთელი 2017 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო.

ოფიციალურ საკონტაქტო ნომერზე კომპანიის მენეჯერი არ პასუხობს. ამჯერად, საბავშვო ბაღი იძულებულია საჭირო პროდუქტები, დროებით, გორის აგრარული ბაზრიდან, კომპანია 21-ე საუკუნიდან შეიძინოს.  

,,ვიდრე ახალი ტენდერი გამოცხადდება საბავშვო ბაღისთვის რძის პროდუქტებს 21-ე საუკუნიდან ვყიდულობთ" - აცხადებს საბავშვო ბაღის გამგე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები