ახალი ამბები
გორელი მოსწავლეებისთვის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ტრენინგები იწყება
ქალაქ გორის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის ახალი, პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება დაიწყო.

ამის შესახებ დღეს გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მომავლის ინიციატივას" წარმომადგენელმა ბადრი ციქუბაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში, რომელსაც "წარმატების სტრატეგია" ჰქვია, 12 საჯარო და 5 კერძო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.

პრეზენტაცია  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

"წარმატების სტრატეგია" ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის "განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების" პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

მერიის განათლების განყოფილების უფროსის, ნინო ბერიანიძის განცხადებით, მის მიზანს სკოლებში არაფორმალური სწავლებისა და აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბება წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის მოსწავლლებისთვის დაგეგმილია ტრენინგები, რომელიც 21 აპრილს დაიწყება და 12 მაისს დასრულდება.

პროექტის შესახებ:

სატრენინგო კურსი გულისხმობს მოტვივირებულ მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის სხვადასხვა ფსიქოტიპის, მათი ურთიერთქმედების ხარისხის შესახებ საზოგადოებასთან. გააღვივოს ინტერესი, განივითარონ ლიდერული თვისებები, შეაფასონ პიროვნული რესურსები და შესაბამისად მოახდინონ პოზიციონირება დასაქმების ბაზარზე, გაეცნონ აზროვნების ეკოლოგიის პრობლემებს, შეძლონ გუნდური მუშაობა, დიალოგებისა და მოლაპარაკებების წარმოებისტექნიკის შესწავლა. განახორციელონ დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების სწორად შერჩევა.

ფსიქოლოგიური ტესტების, სპეციალურად შერჩეული თამაშების და შესაბამისი ქეისების გაცნობით, მათ უადვილებენ განსაზღვრონ პიროვნული განვითარების რა ეტაპზე იმყოფებიან და რა მიმართულებით საჭიროებენ რესურსების განვითარებას. მიზანმიმართულადაა ჩადებული სადისკუსიო ნაწილი, სადაც თითოეული მონაწილე გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობთ, სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ საკუთარი აზრის სწორად ფორმულირებაში და გადმოცემაში.

ჩვენს თითოეულ სატრენინგო კომპონენტს აქვს სპეციფიური მიზანი, რაც ერთიანობაში კრავს ჯაჭვს. ეს საშუალებას იძლევა პიროვნებამ სწორად შეაფასოს საკუთარი რესურსები, სუსტი და ძლიერი მხარეები, დაინახოს რა მიმართულებით საჭიროებს რესურსების გაძლიერებას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები